ჰილარი კლინტონი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელს ადანაშაულებს

ჰილარი კლინტონმა საკუთარ მარცხში ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი დაადანაშაულა.

„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ეს განცხადება დემოკრატების კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის სპონსორებთან საუბრისას გააკეთა.

„ჯეიმს კომის წერილმა იმეილების საქმის განახლების შესახებ, უსაფუძვლო რყევები გამოიწვია, რამაც საარჩევნო კამპანიაზე სერიოზული გავლენა იქონია“, – განაცხადა ჰილარი კლინტონმა.

ბოლო რამდენიმე დღეა  დემოკრატების კანდიდატი ტელეკამერების წინაშე არ გამოჩენილა.

Comments
Loading...