ჰოლივუდის კიდევ ერთი მსოხიობი სიმსივნით გარდაიცვალა

ვეტერანი მსახიობი სერ ჯონ ჰერტი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარიერის მანძილზე ჰერტმა არაერთ საკულტო ფილმში ითამაშა, მათ შორის არის “კაცი სპილო”, “უცხო” და “ჰარი პოტერის” ფრენჩაიზი, სადაც მსახიობი ჯადოსნური ჯოხების ოსტატ ოლივანდერს განასახიერებდა. ჯამში, ჰერტის კარიერა ორასზე მეტ კინო თუ სატელევიზიო პროექტს და სამოც წელს ითვლის.

ჰერტი სიმსივნით გარდაიცვალა. 2015 წლის ივნისში მსახიობმა პირველად განაცხადა საკუთარი დიაგნოზის შესახებ. ოქტომბერში კი აღნიშნა, რომ მკურნალობამ წარმატებით ჩაიარა და თავადაც გაოცებული იყო ამ გამოჯანმრთელებით.

მომზადებულია independent.co.uk-ს მიხედვით.

 

ambebi.ge

Comments
Loading...