ჰოლივუდის რეჟისორის მიერ გადაღებული ფილმი ქართველი ბერების ცხოვრებაზე

სულ მალე ვიხილავთ ამერიკელი, ემის ჯილდოს მფლობელი, ჰოლივუდის დამდგმელი რეჟისორი, ჯეიმს ჰიგინსონის მიერ გადაღებულ დოკუმენტურ კინოს მართმადიდებლური მონასტრების ბერების ცხოვრებაზე. “Devout”(ღვთის მოშიში) ასე ქვია ფილმს რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაშია გადაღებული. ჯეიმსის კამერამ დააფიქსირა ის არაჩვეულებრივი ლანდშაფტები და ხედები, რომლებიც რუის-ურბნისის ეპარქიის მონასტრებიდან იშლება. ასევე თქვენ იხილავთ იმ “რიტუალებს” რომლებიც სრულდება მართმადიდებლურ მონასტრებში. ფილმში ნაჩვენები იქნება ინტერვიუ ეპარქიის ეპისკოპოსთან, მეუფე იობთან, ასევე სხვადასხვა ბერებთან, რომლებიც თავიანთ სიცოცხლეს ხალხისადმი ლოცვას და სიყვარულს უთმობენ.
როგორც პროფესორმა ჯეიმს ჰიგინსონმა “mpress”-s განუცხადა ფილმის ნახვას მსურველები მარტის თვისთვის შეძლებენ…

პროფესორი ჯეიმს ჰიგინსონი:
“ყველა ჩვენს მეგობარს და ფილმ DEVOUT (ღვთის მოშიში)-ის გულშემატკივრებს !!!
მადლობა ყველას თქვნ ინტერესისათვის და დიდი ენთუზიაზმისათვის DEVOUT( ღვთის მოშიშის )-ის მიმართ. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ რომ ბევრი თქვენგანი , საქართველოს გარეთ და შიგნით დაინტერესებულები ხართ უმშვენიერესი ძამის ხეობის მონასტრული ცხოვრების გზებით. ასევე მოხარულები ვართ რომ გაცნობოთ , ფილმი ახლოს არის დასასრულთან. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ხმის დიზაინის წინა სამუშაო პროცესში ( ბუნებრივი ხმები : ტყეების , მდინარეების , მდელოების ) და მუსიკა. შემდეგი იქნება სტიუდიური სამუშაო ფილმზე , რომ მომზადდეს იგი კინოთეატრებისათვის. გთხოვთ იხილოთ ჩვენი ფილმის შესახებ ბმულები , ტრეილერები და რეპორტაჟები ქართულ მედიაში რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს გვერდზე.
ჩვენ გვსურს რომ ამ პროცესში ჩავრთოთ ყველა ვისაც სურვილი აქვს , ასე რომ თქვენ ყველას შეგიძლიათ დაგვეხმაროთ , რომ დავასრულოთ ჩვენი ფილმი DEVOUT ( ღვთის მოშიში )-ი რაც შეიძება მალე , ამისათვის ჩვენ გავხსენით ბანკის ანგარიში საქართველოში და გთხოვთ ყველას დახმარებას.
შემოგვიერთდით რომ მხარი დავუჭიროთ ” DEVOUT-ს ” – “‘ღვთის მოშიშს “-ს . გაიღეთ მცირედი დახმარება ( 5-10 ლარი ) . ბანკის ანგარიში ( TBC BANK) : GE29TB7216845163700001
მიმღები ჯეიმს ჰიგინსონი / JAMES HIGGINSON
ბანკის კოდი : TBCBGE 22

შემოგვიერთდით რომ ვაჩუქოთ საქართველოს მშვენიერება და მესიჯი საქართველოს მართლმადიდებელი რწმენის შესახებ მსოფლიოს.
გთხოვთ გაუგზავნოთ ეს წერილი და ინფორმაციას თქვენს მეგობრებს და გააზიაროთ.
დიდი მადლობა ყველას.”





Comments
Loading...