ჰოლოდომორი – მასობრივი შიმშილობა უკრაინაში

ჰოლოდომორი – მასობრივი შიმშილობა, რომელმაც 1933 წლის პირველ ნახევარში უკრაინის სსრ-ის მნიშვნელოვანი ტერიტორია მოიცვა და დაახლოებით 4 მილიონიდან 10 მილიონამდე ადამიანი შეიწირა. შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად და ამგვარად იურიდიული თვალსაზრისით გენოციდად შეიძლება ჩაითვალოს.


ჰოლოდომორმა თავის მხრივ გამოიწვია უკრაინაში არსებული ანტისაბჭოთა განწყობების კიდევ უფრო გამძაფრება. ეს გახდა გადამწყვეტი ფაქტორი უკრაინელი ხალხისთვის, რომლთა უმრავლესობაც მესამე რაიხს მიემხრო მეორო მსოფლიო ომში.


ჰოლოდომორი უკრაინაში გრძელდებოდა 17 თვის განმავლობაში. 1932 წლის აპრილიდან 1933 წლის ნოემბრამდე. 1933 წლის გაზაფხულს ყოველ წუთში შიმშილით 17 ადმიანი კვდებოდა, ყოველ საათში 1000 და თითქმის 25 ათასი ყოველდღიურად. 1933 წელს უკრაინაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მამაკაცებისთვის შეადგენდა 7,3 წელს, ხოლო ქალებისთვის 10,9 წელს.
1933 წლის 23 იანვარს საბჭოთა დირექტივით გლეხებს აუკრძალეს საცხოვრებელი ადგილმდებარეობის დატოვება, რის შედეგადაც მათი უმრავლესობა საბოლოოდ აღმოჩნდა ხაფანგში.


1988 აშშ-ს კონგრესმა ოფიციალურად აღიარა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის აქტად.
2008 წლის მარტისთვის უკრაინის პარლამენტმა და დაახლოებით 19 სხვა ქვეყნის მთავრობამ საბჭოთა მთავრობის ქმედებები გენოციდად მიიჩნია. 2008 წლის 23 ოქტომბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ჰოლოდომორი კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად სცნო.

Comments
Loading...