ჰქონდა თუ არა ნათესაური კავშირი თამარს “დავით სოსლანთან”

წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილი იყო ისტორია თამარ მეფის პირველ ქორწინებაზე,რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.ამჯერად გთავაზობთ ,საქართველოს საამაყო ,ძლიერი მეფე თამარის მეორე ქორწინების ისტორიას,დავით სოსლანზე,რომლის წარმომავლობაზეც უამრავი ვერსია არსებობდა.

გიორგი რუსის გაძევების შემდეგ თამარის ქმრობის მსურველნი კვლავ გამოჩნდნენ. ესენი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულები, ქრისტიანები თუ მუსლიმანები. მაგრამ ახალი ქორწინების საკითხის გადაწყვეტა უკვე იოლი აღარ იყო – ბევრი კანდიდატი უარით გაისტუმრეს. საქართველოში ჩამოვიდა აღსართან შირვანშაჰი, რომელიც თამარის ქმრობის ღირსად ჩათვლის შემთხვევაში „რჯულის დაგდების“ მზადყოფნაში იყო. თუმცა აღსართანს უარი უთხრეს.
რუსუდან დედოფალი თამარის შესაფერის საქმროდ ოსთა უფლისწულს, დავით სოსლანს მიიჩნევდა. მხითარ გოშის ცნობით, „თამარმა, გიორგი მეფის ასულმა, განიშორა პირველი ქმარი, რუსთა მეფის ძე და შეირთო სხვა ქმარი, ალანთა სამეფოდან, თავისი ნათესავი დედის მხრიდან, სახელით სოსლანი, რომელიც გამეფებისას დავითად იწოდა“.
თამარი დავით სოსლანთან ქორწინებას დათანხმდა. ამის შემდეგ, დიდებულები რუსუდან დედოფლისა და „გაზრდილი მისი“ დავითის წამოსაყვანად ოსეთში გაემართნენ. ქორწილის მსვლელობას, რომლის გამართვაც დიდუბის სასახლეში („სანახებსა ტფილისისა“) გადაწყდა, რუსუდანი ხელმძღვანელობდა. დღემდე მოღწეულია თამარის ქორწილისათვის მიძღვნილი ხალხური ლექსები.
ქორწინება 1187 (ან 1189) წელს მოხდა. ამიერიდან, მეფე თამარი და დავით სოსლანი ქვეყნის საშინაო და საგარეო საქმეებს შეთანხმებულად განაგებდნენ.

ქართულ ისტორიოგრაფიაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი ოსეთში დამკვიდრებული ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი იყო. ეს შტო მომდინარეობს სრულიად საქართველოს მეფის გიორგი I-ისა და ალდე დედოფლისს ვაჟის დემეტრესგან. დემეტრე დედასთან ალდესთან ერთად ანაკოფიაში ცხოვრობდა. გიორგი პირველის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატ მეოთხესა და დემეტრეს შორის უტანხმოება ჩამოვარდა. 1032 წელს ალდე დედოფალი და დემეტრე განუდგნენ მეფეს და ანაკოფია ბერძნებს გადასცეს. ბიზანტიელი ისტორიკოსის გიორგი კედრენეს ცნობით დემეტრე კონსტანტინოპოლს წავიდა , სადაც კეისრისაგან მაგისტროსის პატივი მიიღო. ბიზანტიის კეისარი და ლიპარიტ ბაღვაში, რომლებიც ბაგრატ მეოთხეს ებრძოდნენ, დემეტრეს იყენებდნენ ხალხის თვალში თავიანთი მოქმედების გასამართლებლად. ამ გზით მათგან წაქეზებულმა დემეტრემ ორჯერ ილაშქრა ძმის წინააღმდეგ. 1047 წელს იგი მოულოდნელად გარდაიცვალა
დემეტრეს ანაკოფიაში დარჩა შვილი- დავითი, რომელიც ბებია ალდესთან ერთად გაიქცა ოსეთში, სადაც ოსთა მეფის ასულზე დაქორწინდა და იწოდა ოსთა მეფედ. დავითს აქ შეეძინა შვილი სახელად ათონი, ათონს შეეძინა ჯადარონი, ხოლო ჯადარონს დავით სოსლანიPicture2

Leave A Reply

Your email address will not be published.