ხალხი საკონსტიტუციო პროექტის განხილვის ტრანსლიაციის აღდგენას ითხოვს!!!!!

სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა ადამიანების მიერ, მასიურად ვრცელდება მოთხოვნა,  “აღდგეს პირდაპირი ტრანსლიაცია საკონსიტუციო პროექტის განხილვისას”

“თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დაბრაზში საკონსტიტუციო პროექტის განხილვა ჩაიშალა. საზოგადოების კითხვებს ქართული ოცნების დეპუტატებმა პასუხი ვერ გასცეს. თბილისმა დეპუტატებს არ მისცა საშუალება საზოგადოება შეცდომაში შეეყვათ. საკონსტიტუციო პროექტის განხილვები თბილისამდე სხავადასხვა ქალაქში ტარდებოდა, რასაც მეორე არხი პირდაპირ ეთერში გადასცემდა. პროცესი იყო გამჭვირვალე, თუმცა თბილისის ჩავარდნილი განხილვის შემდეგ, საზოგადოების მაღალი ინტერესის მიუხედავად, მეორე არხმა შეწყვიტა პირდაპირი ტრანსლირება ამ პროექტის ფარგლებში. შეწყვეტილი პირდაპირი ტრანსლირების შედგეგ საზოგადოებას გაუჩნდა პროტესტის გრძნობა და მიმართა მეორე არიხსის ადმინისტრაციას მოთხოვნით, კვლავ აღედგინა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების ტრანსლირება. ადმინისტრაციისგან მიღებული პასუხებიდან გაირკვა რომ, პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით პარლამენტიდან მოთხოვნა აღარ განხორციელებულა და ამასთანავე, თითქოსდა ტელევიზიას აღარ გააჩნდა საკმარისი ბიუჯეტი ტრანსლირების განსახორციელებლად. მეგობრებო! მინდა შეგახსენოთ დემოკრატიული სახელმწიფოს ერთერთი უპირველესი პრინციპი არის გამჭვირალობა,ფასეულობა, რომელსაც დემოკრატიული სამყარო საუკუნეების განმავლობაში იცავდა და რომლის გარეშე ჭეშმარიტი დემოკრატია არ არსებობს. დღეს ჩენი ეგრეთ წოდებული დემოკრატიული სახემლფწიფო ნელ-ნელა ემსგავსება დემოკრატიული სამყროსგან უკიდურესად განსხვავებულ, ჩრდილოეთ კორეას. დღეს, ჩენს სახელწიფოში, სახელწიფოს უმთავრეს კანონთან, კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებული ინფორმაცია თითქმის გასაიდუმლოებულია. დღეს, ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება ადევნონ თვალ-ყური საკუთარი კონტიტუციიის ცვლილების პროცესს. ქართული სამოქალაქო საზოგადოების სახელით მივმართავ მმართველ გუნდსა და მეორე არხის ადმინისტრაციას, ახღდგეს პირდაპირი ტრანსლიაცია საკონსიტუციო პროექტის განხილვისას. საქართველო ჩრდილოეთ კორეა არ არის!!! ინფორმირებას ყველა იმსახურებს!!! მოვითხოვთ შეპირებულ გამჭვირვალობას!!!!”

Comments
Loading...