იაკობ კედმი: არ გყოლიათ რუსებს სტალინის მსგავსი, მის გარეშე რუსეთი დღეს არ იქნებოდა (ვიდეო)

ებრაელი საზოგადო მოღვაწე იაკობ კედმი რუსეთის ტელევიზიის პირველი არხის ტოკ -შოუში სტალინის პიროვნების შესახებ საუბრობს.

კედმის აზრი სრულიად განსხვავებულია სტალინის შესახებ აქამდე მოსმენილსგან.

მისი აზრით, სტალინის პიროვნებამ, მისმა მკაცრმა პოლიტიკამ გადაარჩინა და დღემდე მოიყვანა რუსეთი.

– ” კითხვა დაისვა ასეთი, რატომაა დღეს ასეთი დამოკიდებულება სტალინის მიმართ.

საოცარი ქვეყანაა რუსეთი.

არ არსებობს სხვა ქვეყანა მსოფლიოში, რომელსც ასე უყვარდეს საკუთარი ისტორიის დაკნინება, ლაფის შესხმა, ფეხქვეშ გათელვა, როგორც რუსებს.

თქვენს ისტორიაში არ გყოლიათ არც ერთი მმართველი, რომელიც არ დაგემცირებინათ, არ გაგენადგურებინოთ, დემონად არ გექციათ, ყველა ცოდვა მათზე არ აგეკიდათ…

ებრაელებსაც არ გვიქნია ასე.

ეს ერთი მიზეზია.

სხვა საკითხია,რომ არც გინდათ გაერკვეთ რა მოხდა რეალობაში,თუნდაც ხუთი, ათი, ოცი წლის წინ, ისტორიას მხოლოდ არსებულ იდეოლოგიას და პროპაგანდას უსადაგებთ.

რა თქმა უნდა, ასე არც გეცოდინებათ სინამდვილე.

ისმის კითხვა, რატომ უყავრს ხალხს სტალინი ასე.

სტალინი იყო ბოლო სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ზრუნავდა თავის ქვეყანაზე.

მას შემდგომ მსგავსი არ ყოფილა.

ადამიანს საერთოდ არ აინეტრესებდა საკუთარი ინეტრესები, სიმდიდრე , კეთილდღეობა..

არ გყოლიათ თქვენ მისი მსგავსი .

მისი მოღავწეობის განიხილავენ ამბობენ, რა თქმა უნდა, რომ იყო სასტიკი, დაუნდობელი… 

მაგრამ, დაუნდობლობა არ ყოფილა მისი თვითმიზანი, ეს იყო ინსტრუმენტი, სხვა მან ვერ გამოძებნა.

ჰქონდა მას სხვა გზა, ან იყო იმ დროს სხვა ალეტერნატივა?

ტროცკის საერთოდ ფეხებზე ეკიდა რუსეთი.

ამ შემთხვეაში ვსაუბრობ სტალინის ალტერნატივაზე.

ტროცკის, ისევე როგორც ბოლშევიკების 90 %-ს, ისევე როგორც რუსებს, ფეხებზე ეკიდათ რუსეთი!

სტალინი გახლდათ ერთადერთი, ვისთვისაც ძვირფასი იყო რუსეთი!

ქართველი სემინარიელი, მაგრამ, თავისებურად უყვარდა რუსეთი.

მან ვერ გამოძებნა სხვა მეთოდები ქვეყნის მართვის.

არსებობდა სხვა გზა? მე არ ვიცი.

ვინც კი აკრიტიკებთ სტალინს, თქვენ გეკითხებით, თავად როგორ შეძლებდით მონების ერისგან, გაუნათლებელი რუსეთისგან , რომლის ინტელიგენციას ეზიზღებოდა საკუთარი ხალხი, ინტელიგენციისგან, ვინც

იცოდა მხოლოდ გერმანული და ფრანგული, რა უნდა გაეკეთებინა, რა უნდა ექნა ამ ქვეყნისგან იმ დროს, იმ ეპოქაში , მეოცე საუკუნის დასაწყისისთვის სხვა გზით, სხვაგვარად რამე?

ყველა განიკითხავს სტალინს, რა საჭირო იყოო, რატომ შეუქმნა გლეხებს კოლმეურნეობები..

და ეს ყველაფერი რომ არ გაეკეთებინა, რით იბრძოლებდა საბჭოთა კავშირი 1941-ში?

ვინმე ახსნის სხვაგვარად, რომ იმ ეპოქაში , იმ დროს, იმ პირობებში , იმ ხალხით, იმ ხელისუფლებით რაც არსებობდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია, სხვა ფორმით შეიძლებოდა?

არ შეიძლებოდა იმ დროს რუსეთში ყოფილიყო დემოკრატია და არც იყო დემოკრატია არსად მსოფლიოში!

ამბობთ, რომ ხალხს თავისუფლება შეუზღუდა?

არ არსებობს გაუნათლებელი ხალხი თავისუფალი!

პირველი თაობის მონების თავისუფლება შეუძლებელია!

ამიტომაც იყო რუსეთში ასეთი ხელისუფლება, რომელსაც შეეძლო მხოლოდ ამ გზით რუსეთის შენარჩუნება.

სხვა ხელისუფლების პირობებში რუსეთი დღეს არ იქნებოდა!

ადამიანის სიცოცხლე, ღირსება სტალინს არ გაუფასურებია რუსეთში.

ეს მანამდე მოხდა, მეფის დროს.

არ შეძლება ისტორიის გარკვეული მონაკვეთის განხილვა ამოგლეჯილად, ცალკე – განყენებულად, დამოუკიდებლად.

სტალინის პიროვნება ჩამოყალიბდა პირველი მსოფლიო ომის ბოლოს. 

არც არავინ აფასებდა მაშინ ადამიანის სიცოცხლეს.

ადამიანები, ვინც გაიზარდნენ იმ ატმოსფეროში , როცა მილიონები იხოცებოდნენ უაზროდ, მათ სხვაგვარად არ შეეძლოთ.

ეს იყო მათთვის ნორმალური მოვლენა.

ყოველთვის ყველაზე მეტი დაბნეულობა ომის მერეა, როცა მეომრები ბრუნდებიან სახლში. ყველა დროს , ყველა ეპოქაში, ყველა ქვეყნის ისტორიაში ასეა.

ნაპოლეონმა საკუთარი ქვეყნის, ფრანგების სამი თაობა პირწმინდად გაანადგურა, არავინ არ დაზარალებულა მისგან , როგორც თავად ფრანგები, მთელი ფრანგული კულტურა მოსპო და დღეს პარიზში

პანთეონია მისი, იმიტომ, რომ ისინი პატივს ცემენ საკუთარ ისტორიას.

ასე, რომ ფრანგების მაგალითი არ გაწყენთ, თუ როგორი პატივისცემით ეპყრობიან ისინი საკუთარ ისტორიას , ქვეყნის მმართველებს და რუსეთშიც მოვიდა ის დრო, ასე მოიქცეთ, პატივი სცეთ საკუთარ წარსულს.

წყარო:tb24.ge

Comments
Loading...