იან კელი: აშშ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია

საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში” განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია.

„ვფიქრობ, საინტერესო დისკუსია გვქონდა იმ გამოწვევების შესახებ, რომელთა წინაშე დგას როგორც საქართველო, ასევე მისი სამეზობლო”, – განაცხადა იან კელიმ.

მისივე თქმით, ის მოუთმენლად ელოდება ამ საუბრის გაგრძელებას.

Comments
Loading...