იან კელი – ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხე საჭიროს ხდის თანამშრომლობას

საქართველოში აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, “საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს რაც თანამშრომლობას საჭიროს და აუცილებელს ხდის”.

“საქართველო საკმაოდ რთულ რეგიონში მდებარეობს. ყველას გვესმის, რომ ჩვენს წინაშე საერთო საფრთხე საჭიროს ხდის თანამშრომლობას, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს, ისე საქართველოს და მის მეზობლებს შორის. თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა სასაზღვრო და საბაჟო კონტროლის სფეროში გახლავთ. ხორციელდება ინფორმაციის გაცვლა. ვცდილობთ, უზრუნველყოფილი იყოს საზღვარზე კონტროლი და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ თანამშრომლობით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს”, – განაცხადა იან კელიმ.

Leave A Reply

Your email address will not be published.