იან კელი: ტოლერანტობამ საქართველო მსოფლიოსთვის მისაბაძ მაგალითად აქცია!

მერიკის ელჩის იან კელის განცხადებით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, იმას რომ საქართველოს ძლიერება სწორედ მისი მრავალფეროვნებიდან მოდის.

„ტოლერანტობამ და სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლების წვლილმა, საქართველო მსოფლიოსა და რეგიონისათვის მისაბაძ მაგალითად აქცია.
ვფიქრობ, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, არის შესაძლებლობა ვიფიქროთ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ და ხელი შევუწყოთ ტოლერანტობას და ვაღიაროთ მსოფლიო საზოგადოებისა და საქართველოს პროგრესი – იპოვო ძალა მრავალფეროვნებაში, ასწავლო ყოვლისმომცველი ღირებულებები და ხელი შეუწყო ყველა მოქალაქისათვის უფრო სამართლიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებას”
, – განაცხადა ამერიკის ელჩმა მიღებაზე.

Comments
Loading...