იანოშ ჰერმანი – ევროკომისია დასკვნას სავარაუდოდ 14:00 საათზე წარადგენს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის განცხადებით, ევროკომისია ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დასკვნას, დღეს, სავარაუდოდ, 2 საათისთვის წარადგენს.
მისი თქმით, პრესკონფერენცია ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაიმართება.

მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან თავად ანგარიში არ უნახავს , თუმცა ცნობილია, რომ ზოგადად შეფასება პოზიტიური იქნება.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის დასკვნა 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნებულიყო, თუმცა უკრაინასთან ტექნიკური პრობლემის გამო გადაიდო.

Comments
Loading...