იანვარ-სექტემბერში კომერციულმა ბანკებმა 377 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ბანკების შემოსავლები 2,6 მილიარდი ლარი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. 2014 წლის იანვარ–სექტემბერში ბანკების შემოსავლები 1,8 მილიარდი იყო.

74 მილიონით არის გაზრდილი ბანკების წმინდა მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გასული წლის იანვარ-სექტემბერში ბანკებმა 303 მილიონის წმინდა მოგება მიიღეს, წელს კი 377 მილიონის.

რაც შეეხება ხარჯებს, იანვარ-სექტემბერში ბანკების ხარჯები 2,2 მილიარდი იყო, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბანკების ხარჯები 1,4 მილიარდს შეადგენდა.

საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 17 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 – უცხოური ბანკის ფილიალით.

Comments
Loading...