იაშვილის კლინიკაში ექიმებს ნახევარსაათიანი გაფიცვის შემდეგ ხელფასები ჩაურიცხეს

იაშვილის ბავშვთა კლინიკაში ექიმებს ნახევარსაათიანი გაფიცვის შემდეგ ხელფასები ჩაურიცხეს. როგორც კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “აიპრესს” განუცხადეს, აღნიშნულ პერიოდში კლინიკა ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობდა.

მათივე განმარტებით, მედპერსონალის მხოლოდ ნაწილი იყო გაფიცული. კლინიკაში ასევე განმარტავენ, რომ მედპერსონალს ხელფასი ორი დღით დაუგვინდა.

“ნახევარი საათი იყო დაახლოებით გაფიცვა. მედპერსონალის ნაწილი იყო გაფიცული , უფრო, ქვედა რგოლი. კლინიკაში არანაირი პარალიზება არ მომხდარა, პაციენტებთან, ბავშვებთან ექიმები იყვნენ”,-განაცხადეს იაშვილის კლინიკაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.