“იბიარდი”, “ფრიდონ ჰაუსი”, “ქინძი ვიყო” – 2015 წლის გამონათქვამები

2015 წლის ყველაზე სკანდალური გამონათქვამები – გადავხედოთ გასულ წელს, რომელიც მართლაც იყო გამორჩეული ცნობილი ადამიანების, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსების სკანდალური გამონათქვამებით, რომლებსაც საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა და საუბარი დღემდე არ წყდება.

ამ თვალსაზრისით ლიდერობას არავის უთმობს დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი.

“აი მაგალითად ეკა ხერხეულიძეს ჩემი ოჯახის დანგრევის მცდელობა ჰქონდა, ბრძანა რამდენიმე თვის წინ, რომ პარლამენტის სესია იმიტომ ჩაიშალა, რომ სოსო ჯაჭვლიანი იბიარდზე იყოო, რატომ მაყენებთ შეურაცხყოფას? მე იბიარდზე ვერასოდეს ვერ ვიქნები, მე ერთგული მეუღლე ვარ.

ეს თქვენი გუნდი დადიოდა იბიარდზე 10 წლის განმავლობაში, ეს იბიარდობა ეტყობა ქვეყანას.

ნაიბიარდები ქვეყნის გამოყვანა სტაგნაციიდან ძალიან ძნელია და ჩვენ ვეცდებით საღი აზრების იმპლემენტირება მოვახერხოთ”, – განაცხადა ჯაჭვლიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

შეგახსენებთ, რომ EBRD – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკია

ფართო რეზონანსი მოჰყვა თამაზ მეჭიაურის გამონათქვამს იმის შესახებ, რომ ის ბუნებით მაჟორიტარია – “მე საერთოდ ბუნებით მაჟორიტარი ვარ, მაგრამ აბსოლუტურად შეუსაბამობაშია ჩემთან ის რაიონი, რომელიც მე მიწერია”, – განაცხადა დეპუტატმა.

სკანდალი მოჰყვა ასევე დეპუტატების, ანი მიროტაძისა და თამაზ მეჭიაურის ინგლისურს. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Freedom House-ის სახელწოდების არასწორად წარმოთქმის გამო ისინი საზოგადოების კრიტიკის ობიექტები გახდნენ.

დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლის რიმა ბერაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ადამიანების გამოსაკვებად დღეში ლარი და 18 თეთრია საკმარისია. ამის შესახებ ბერაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. აღნიშნულის გამო ბერაძე კრიტიკის ობიექტი გახდა. მოგვიანებით დეპუტატმა აღნიშნა, რომ ტელეკომპანიამ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა გაუშვა.

გოგი თოფაძე: “სტალინის სურათი მალე ყველა კაბინეტში დაიკიდება”;

თამაზ ურთმელიძე: “დედა ჩემი ოჯახის წევრი არ არის”

მიხეილ სააკაშვილი: “ქინძი ვიყო”;

ირმა ინაშვილი: “მარტო ერთ ქორწილში სადაც ვიყავი 500 კაცი ტაშს მიკრავდა, როგორ ავიღე იმ სოფელში 20 ხმა?!”

სოსო ჯაჭვლიანი: “ქერის უბნის” პროდიუსერს – “ვინც მე სერიიდან გამომტოვოს იმის დედა მ****”

გუგული მაღრაძე: “სერიოზული მცოდნე ადამიანები საჯარო სამსახურში, სადაც 2000 ლარია ხელფასი, არ ჩერდებიან”;

თეა წულუკიანი: “მინისტრების ხელფასი 5 ათასი ლარია, ამ მოკრძალებული თანხის სანაცვლოდ ვაკეთებთ საშვილიშვილო საქმეს”

ბიძინა ივანიშვილი: “2 ათას კაცს ნებისმიერ ქელეხზე მოაგროვებ… “რუსთავი 2″ დაათრევს ამ 2 ათას კაცს”

Leave A Reply

Your email address will not be published.