იბრაჰიმოვიჩი: მხითარიანი ვავარჯიშე დარტყმაში და დეკემბრის საუკეთესო გოლიც გაიტანა
“მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თავისი თანაგუნდელის, ჰენრიკ მხითარიანის გამო ბედნიერია, რომელმაც, შვედის გადაცემით, “სანდერლენდის” კარში გოლი გაიტანა და ეს გოლი, პრემიერ ლიგაში, დეკემბრის თვის საუკეთესოდ დასახელდა.
“ეს იყო გასაოცარი გოლი. ასეთი გოლის აღწერა წარმოუდგენელია. მოხარული ვარ მხითარიანის გამო, რადგან ეს ადამიანთა მეხსიერებაში დიდხანს დარჩება. მოხარული ვარ, რადგან ასეთი გოლის წარმოდგენაც კი რთულია და ის ამ შეხვედრის საუკეთესო მომენტი იყო.
დიახ, ჩვენ ვმუშაობდით, ვვარჯიშობთ მთელი კვირა ამ გოლისთვის. მას ზუსტად ეს ვუთხარი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს მოძრაობა, რომელიც გვჭირდება. ყველაფერი იდეალურად გამოვიდა“, – ციტირებს შვედი თავდამსხმელის სიტყვებს გამოცემა Goal.
სომეხმა ფეხბურთელმა, „სანდერლენდის“ კარში გოლი 26 დეკემბერს, მატჩის 86-ე წუთზე, სწორედ იბრაჰიმოვიჩის გადაცემით გაიტანა, რომელიც დეკემბრის საუკეთესოდ იქნა აღიარებული.
ipress.ge