იბრძოლებთ თუ არა სამშობლოს დასაცავად ომის დაწყების შემთხვევაში? – რა პასუხი აქვთ ევროპელებს

პოპულარულმა ვებგვერდმა Brilliant Map -მასაინტერესო გამოკითხვა ჩაატარა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

კითხვა შემდეგში მდგომარეობდა – იბრძოლებთ თუ არა სამშობლოს დასაცავად ომის დაწყების შემთხვევაში?

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ევროპული ქვეყნებიდან საკუთარი სამშობლოს დასაცავად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფინეთში დაფიქსირდა – 74 %. ფინეთს ერთი პროცენტით ჩამორჩება თურქეთი. ომის დაწყების შემთხვევაში, საკუთარი ქვეყნის დასაცავად თურქეთის მოსახლეობის 73%-ია მზად. მესამე ადგილზე უკრაინა გავიდა 62%-ით, მეოთხეზე კი რუსეთი – 59%-ით.

რაც შეეხება ყველაზე დაბალ პროცენტულ მაჩვენებელს, ნიდერლანდებში დაფიქსირდა – სამშობლოს დასაცავად ომში ჰოლანდიელთა მხოლოდ 15% წავა.

გამოკითხვის შედეგები ასეთია:

· 74% – ფინეთი

· 73% – თურქეთი

· 62% – უკრაინა

· 59% – რუსეთი

· 58% – კოსოვო

· 55% – ბოსნია & ჰერცეგოვინა

· 55% – შვედეთი

· 54% – საბერძნეთი

· 47% – პოლონეთი

· 46% – სერბეთი

· 41% – ლატვია

· 39% – შვეიცარია

· 38% – ირლანდია

· 38% – მაკედონია

· 38% – რუმინეთი

· 37% – დანია

· 29% – საფრანგეთი

· 28% – პორტუგალია

· 27% – გაერთიანებული სამეფო

· 26% – ისლანდია

· 25% – ბულგარეთი

· 23% – ჩეხეთი

· 21% – ავსტრია

· 21% – ესპანეთი

· 20% – იტალია

· 19% – ბელგია

· 18% – გერმანია

· 15% – ნიდერლანდები

newposts.ge

Comments
Loading...