იგი ისე დაარტყამს ირანს, რომ მათ ბუში მოენატრებათ! – ლელა კაკულია

ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში კვლავ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება და მომავალში ქალი კანდიდატის გაპრეზიდენტებას წინასწარმეტყველებს:

“მეგობრებო, როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით, ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპზე 200 ათასი ხმით მეტი მიიღო, თუმცა, ქვეყნის საარჩევნო სისტემის დაახლოებით ორასწლიანი ტრადიციის თანახმად, საბოლოო შედეგი ამომრჩეველთა კოლეგიამ განსაზღვრა – გამარჯვება დონალდ ტრამპს მიანიჭა.

ასეთი რამ ბოლო ათწლეულში უკვე მორედ მოხდა: პირველად მსგავს ფაქტს ბარაქ ობამას მეორე ვადით არჩევნებისას ჰქონდა ადგილი, როდესაც მიტ რომნიმ მას მთელი ერთი მილიონით მეტი ხმით მოუგო, მაგრამ ამომრჩეველთა კოლეგიამ მაშინ უპირატესობა ისევ ობამას მიანიჭა.

სწორედ მაშინ ქალბატონმა ლელა კაკულიამ იწინასწარმეტყველა, რომ ასეთი რამ ისევ განმეორდებოდა და ამერიკელი ხალხი უკვე კატეგორიულად მოითხოვდა დაძველებული და მართლაც არადემოკრატიული საარჩევნო სისტემის შეცვლას. ეს ყველაფერი ამერიკას წინ აქვს – ისევე როგორც წინ აქვს ქალი პრეზიდენტის უცილობლად მოსვლა ქვეყნის სათავეში.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ქალი-პრეზიდენტის თაობაზე ქალბატონი ლელას წინასწარმეტყველებებიდან:

2007 წელი, 17 თებერვალი.

ამერიკელი ქალი-პრეზიდენტი ძალიან ფიცხია და კაპასი. სანდომიანი, სიკეთით სავსე იერი და ფერი აქვს სახეზე, მაგრამ შინაგანად – მტრის კარს! შეუპოვარია, შეცდომებს არავის პატიობს და უკან არ იხევს. იგი მუსლიმების რისხვაა, ვხედავ, მომავალში.
…რაც ბუშმა დაიწყო, ქალი-პრეზიდენტი ძალიან ელეგანტურად და მომხიბვლელად, მაგრამ სასტიკად დაამთავრებს – მუსლიმებთან დიდ პოლიტიკურ თამაშს. ასეთი რამ “დემოკრატებს” არ ახსოვთ.
ქალი-პრეზიდენტი ყოველთვის გამოძვრება ურთულესი მდგომარეობიდან, ოსტატურად მოიხმარს ქალურ ვითომდა სისუსტეებს.
საოცარია, რასაც ვხედავ. ამერიკა კრიზისიდან ძვრება ქალის ჭკუის მეშვეობით. სანამ აღმოსავლეთი აზრზე მოვა, ანუ მუსლიმები, ყველაფერი დამთავრდება ქალი-პრეზიდენტის გამარჯვებით. იგი ისე დაარტყამს ირანს, რომ მათ ბუში მოენატრებათ!
ქალ-პრეზიდენტს ოჯახის წევრი გარდაეცვლება და ეს მას ძალიან მოტეხს. ჩამოწვება დიდი სიჩუმე, მაგრამ იგი სწრაფად წამოდგება ფეხზე და იქნება ძალიან დაუნდობელი.

2008 წელი, 20 იანვარი, ღამის 12 საათი, ურეკი.

ამერიკელებს ქალი პრეზიდენტი არ მოწონთ. “იმიტომ, რომ ქალია”, – ასე ხსნის ხალხი, მაგრამ დიდი ნაწილი მაინც მიემხრობა ქალ-პრეზიდენტს, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტის – ქმრის იმედი აქვს; მისი იმედი აქვს ამერიკელ ხალხსაც. მართალიც არის. ვხედავ, როგორ უჯერებს მეუღლის რჩევებს ქალბატონი პრეზიდენტი. ეს ძალიან რთული პერიოდები იქნება, მაგრამ მოდიან “დემოკრატები” და ამას ვერავინ შეაჩერებს.

2013 წელი, 24 მარტი, თბილისი.

სხვათა შორის, მომავალში აშშ პრეზიდენტობაზე კენჭს ისევ ქალი იყრის და პრეზიდენტად აუცილებლად მოვა ქალი. ქალი უფრო ძლიერია, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებები ექნება.

წყარო:  ambebi.ge

Comments
Loading...