იხეილ სააკაშვილი: ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება!

მიხეილ სააკაშვილი ოდესის საბაჟოზე რეფორმებს ახორციელებს. საბაჟოს ტერიტორიაზე მოწობილ პრესკონფერენციაზე ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც, ოდესის გუბერნატორის თქმით, წერტილს დაუსვამს კორუფციასა და განუკითხაობას.

“ვისაც კი არ ეზარებოდა, ყველა ამ საბაჟოზე ძვრებოდა. თუ კონკურენტის მოშორება გინდოდა, მიმართავდი რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტს, ხოლო შემდეგ იქიდან მოგდიოდა ფურცელი, სადაც აღნიშნული იყო, თუ ვისი მოშორება იყო საჭირო ბაზრიდან. სახელმწიფო ინსტიტუტები, დეპუტატები კი აგზავნიდნენ ტექსტს… აი, მაგალითად უკრაინის სახალხო დეპუტატი აგზავნის დოკუმენტს აგერ… სახელმწიფო კი ამის შედეგად კარგავს შემოსავალს. დეპუტატის დამხმარე ამ საქმეში იღებდა 300-დან 1000 დოლარამდე, მხოლოდ იმისათვის, რომ ეს დაეწერა. მერე ტვირთი ჩერდებოდა 1 კვირით, მანამ სანამ არ გაფუჭდებოდა საქონელი, ან სანამ შეთანხმება არ მოხდებოდა ტვირთის მფლობელთან… და ჯერ კიდევ ასე მუშაობს სისტემა. ეს არის დიდი კორუფციული ქმედება, რაც ჯერ კიდევ მოქმედებს.

მე მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთელი ამ დოკუმენტაციის მიღმა დგას კორუფცია, უკანონობა და ასე ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება. ჩვენ ამას წერტილს დავუსვამთ. მსგავსი სისტემით ვერ მოხდება ვერანაირი მოქმედება ოდესის საბაჟოზე, ჩვენ ახლა სხვანაირად ვიწყებთ მუშაობას. ჩვენ ვიმუშავებთ ისე, როგორც უნდა მუშაობდეს სახელმწიფო სამსახურები. ახლა ხელს მოვაწერთ შეთანხმებას და პასუხისმგებლობით ვიუმუშავებთ. ასე ბიზნესი ამუშავდება და ეს სისულელე დასრულდება. უკრაინაში ეს აღარ უნდა ხდებოდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ზომების მიღებით, სახელმწიფო ბიუჯეტში შევა ფული, რომელიც ადრე ამ ადამიანების ჯიბეში მიდიოდა, რომლებიც ამ სისულოელეს წერდნენ”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ოდესის საბაჟოზე გამარტულ პრესკონფერენციაზე.

Leave A Reply

Your email address will not be published.