ილჰამ ალიევის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ილჰამ ალიევი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცეპრემიერებმა – გიორგი კვირიკაშვილმა და კახა კალაძემ გააცილეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

Comments
Loading...