ილია დარჩიაშვილი: სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ყველა ავტომანქანა გამოყვანილია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანები გამოყვანილია, ხოლო გზის გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება.

„სტიქიის შედეგებს ვებრძვით მთელ საქართველოში, რთული ვითარებაა საავტომობილო გზებზეც. ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე ჩამოწვა მეწყერი, ხეების წაქცევის გამო კი ავტოსანტრანსპორტო მიმოსვლა, დროებით შეფერხდა როგორც ქობულეთში ასევე ცალკეულ სოფლებში. ავტოსატრანსპორტო მოძრაობა იკრძალება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 206-ე კილომენტრზე. ადიდებულმა მდინარე ჩხარამ ზესტაფონი-ქუთაისის დამაკავშირებელ დროებით გზას ძირი გამოაცალა მიწა და ასფალტის საფარი მთლიანად ჩამოშალა. სწორედ ამიტომ ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზაზე გადაერთო. მაღალმთან აჭარაში მაშველების გამოძახება გახდა საჭირო”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საავტომობილო მოძრაობა ამ დრომდე შეზღუდულია ზესტაფონი-ქუთასისი მონაკვეთზე, ხოლო ავტომობილები შემოვლითი გზით სარგებლობენ.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის კოორდინაციით ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. აღნიშნული სამუშაობეის შედეგად სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ავტომანქანები გამოყვანილია, ხოლო გზის გაწმენდის სამუშაოები გრძელდება. ამჟამად სტიქიის ადგილებიდან გამოყვანილია მგზავრები და ავტომობილები. მუნიციპალიტეტებში ზარალის დამთვლელი კომისიები შეიქმნა. ზარალის დათვლის შემდეგ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

Comments
Loading...