ილია II – ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში

“ჩვენ ვფიქრობთ არამარტო იმაზე, რას მოგვიტანს ევროპა, ჩვენ ვფიქრობთ იმის შესახებ, ჩვენ რას შევიტანთ ევროპაში“, – ეს განცხადება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გააკეთა.

ილია მეორემ საპატრიარქოში იანოშ ჰერმანსა და ირაკლი ღარიბაშვილს უმასპინძლა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წვლილი შეიტანა საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებაში. შეხვედრაზე ევროკომისიის დადებითი დასკვნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, იანოშ ჰერმანს წმინდა ნინოს ჯვარი უსახსოვრა.

Comments
Loading...