ილია მეორე – ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს შეიცნობს, სხვას აღარ განიკითხავს

“დღეს კიდევ ერთხელ უნდა ჩავუღრმავდეთ ჩვენს ცხოვრებას. მართალია, ძალიან ძნელია, მაგრამ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი. ჩვენ შეცნობას სხვა ადამიანიდან ვიწყებთ. ადამიანი, რომელიც თავის თავს შეიცნობს, სხვას აღარ განიკითხავს. წმინდა მამა ეფრემ ასური ამბობს: “უფალო მომანიჭე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა”. როგორი ძნელი ყოფილა შეცნობა თავისა თვისისა, მაგამ ეს აუცილებელია. მეფე დავითი მწყემსი იყო, ღვთის განგებამ ის მეფის ტახტზე აიყვანა. ის 40 წელი იყო მეფე. მრავალი განსაცდელი შეხვდა. ცოდვაც ჩაიდინა, მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სინანული, მონანიება, რომ დავით მეფე გახდა საყვარელი ღვთისა. შევთხოვთ უფალს, რომ ყოველი ჩვენგანი იყოს საყვარელი ღვთისა. ღმერთმა მოგვცეს ჩვენ განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა. ეს ერთადერთი გზაა ცხონებისა”, – ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

Leave A Reply

Your email address will not be published.