ილია მეორე – ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს

„ჩვენთან არს ღმერთი – ეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორც ემანუელ. როდესაც ჩვენ ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ სიტყვების შინაარსს. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება.
ეს ქვეყანა და ადამიანები მღელვარე ზღვას ჰგავს. ადამიანები ბუნებას ემსგავსებიან და ბუნება ადამიანებს ემსგავსება. ეს საყურადღებოა. როდესაც ხალხი მშვიდდება, ბუნებაც მშვიდდება და პირიქით.
რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? – უპირველეს ყოვლისა უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა და თავისი თავის. არ იცის, რა მოელის ხვალ, ამიტომ, როცა ვლოცულობთ, უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტება ვცნათ. უფალი ბრძანებს – მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ. თუ ამას გავიგებთ, ჩვენ გადავრჩებით”
, – განაცხადა უწმინდესმა.

მისივე თქმით, თუ ადამიანი უფალს დაუახლოვდება, დამშვიდდება, ისევე, როგორც დამშვიდდა სახარების მიხედვით მღელვარე ზღვა.

Comments
Loading...