ილია მეორე – შვილებმა ყოველდღიურად დალოცვა სთხოვონ და ხელზე ემთხვიონ მშობლებს

სრულიად საქართველოს კათალიკოს-პარტიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაზე მშობლებისა და შვილების დამოკიდებულებაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, არ შეიძლება შვილები მშობლებს უღირსად მოექცნენ. ილია მეორემ აღნიშნა, რომ მისი რჩევა მშობლების პატივისცემაზე მრევლმა არ გაითვალისიწინა, რითაც ადამიანები საკუთარ თავს ვნებენ. მან მრევლს მოუწოდა, რომ შვილებმა მშობლებს ყოველდღე სთხოვონ დალოცვა და მათ ხელზე ემთხვიონ.
,,მინდა დღეს ვისაუბრო ერთ საკითხზე რომელიც მარადიული და მძიმე საკითხია. ეს არის მშობლისა და შვილის დამიკიდებულება. ძალიან ხშირი შემთხვევაა, როცა აზროვნება, შეხედულება, მსოფლმხედველობა განსხვავდება. აი ამიტომ ხშირია კონფლიქტი მათ შორის. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი კანონი, რომელიც ღმერთმა მისცა კაცობრიობას, არის: ,, პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა,, მაგრამ ამით არ მთავრდება, ,,რათა კეთილ გყოს შენ და მრავალჟამიერ იყო ქვეყანასა ზედა,, ამიტომ მე მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო თქვენს დამოკიდებულებას მშობლების მიმართ. მშობლის შესაძლოა არ გესმოდეს , შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეთ შენ და მშობელს. მაგრამ შენ ვალდებული ხარ, მშობლის საშუალებით მიიღო მადლი ღვთისა, მადლისა სულისა წმინდისა და ამით კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა. არ შეიძლება მშობლისადმი უღირსად მოქცევა. მშობელი ეს არის ღვთისგან მადლმოსილი და მას ეძლევა მადლი, რათა გადასცეს თავის შვილებს და ეს არ უნდა დაჰკარგოთ”, – განაცხადა ილია მეორემ.
პატრიარქმა ასევე გაიხსენა თავის ბავშვობა და აღნიშნა, რომ იგი ყოველთვის ცდილობდა სახლში დაბრუნების დროს გაეხარებინა თავის მშობლები.
,,თქვენ უნდა ეცადოთ, რომ რაღაცით ასამოვნოთ თქვენს მშობელს. გირჩევთ, მთავარი ყურადღება მიაქციოთ ამ საკითხს”
, – განაცხადა ილია მეორემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.