ილია მეორეს თქმით, საქართველო წმინდა გიორგის ლოცვით არაერთხელ გამოსულა გამარჯვებული

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს თქმით, საქართველო წმინდა გიორგის ლოცვით არაერთხელ გამოსულა გამარჯვებული.

“მრავალი განსაცდელი გამოუვლია საქართველოს, მაგრამ წმინდა გიორგის ლოცვით საქართველო გამოსულა გამარჯვებული. დღეს ჩვენ შევთხოვთ წმინდა გიორგის, რომ კვლავ დაიცვას და დაიფაროს საქართველო ხილული და უხილავი მტრებისაგან. როცა ადამიანს ჰგონია, რომ ის მიტოვებულია ხალხისგან, ღვთისაგან, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენ ამას ვფიქრობთ, რომ მიტოვებული ვართ, უფალი ჩვენთანაა, უფალი ჩვენს გვერდითაა”, – აღნიშნა პატრიარქმა.

Comments
Loading...