ილინოისის უნივერსიტეტი გიორგი კვირიკაშვილზე ინფორმაციას აქვეყნებს

“უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საქართველოს პრემიერ-მინისტრად აირჩიეს” – ამ სათაურით სტატიას ილინოისის უნივერსიტეტის გაზეთი აქვეყნებს.

ფინანსების პროფესორი მორგან ლინჯი, რომელიც საქართველოს პრემიერს სტუდენტობისას ასწავლიდა, აღნიშნავს: “ის არის ძალიან ჭკვიანი ბიჭი. ასევე, არის ადამიანი, რომელიც დაინტერესებული საკუთარი ქვეყნით და მისი კეთილდღეობისთვის”.

პროფესორი ასევე აღნიშნავს, რომ კვირიკაშვილი არის ინოვაციური, ენერგიული და გასაკვირი არ არის, რომ ის გახდა პრემიერ-მინისტრი.

გიორგი კვირიკაშვილს მინიჭებული აქვს ილინოისის უნივერსიტეტის ფინანსების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

Leave A Reply

Your email address will not be published.