“იმ ადამიანს რა დავარქვა, პატრიარქთან რომ არის სტუმრად და თეფშების ფასს უყურებს”

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ნინია კაკაბაძის პოსტს ეხმაურება

ნინია კაკაბაძეს უთქვამს, პატრიარქი მეშჩანი და უზნეოაო და ამბავი მოუყოლია, ბავშვობაში დედასთან ერთად მოვხვდით პატრიარქთან ერთად მის სახლში და დედამ მითხრა, ნახე რა ძვირფასი სახლი აქვს, მეშჩანი და უზნეო გვყავსო.

გამახსენდა, ალბათ ყველა ჩვენგანს ჰყავს სანაცნობოში ადამიანი, რომელიც ვინმესთან სახლში რომ შედის, კედლებს უყურებს, ჭურჭელს, ვის რა აცვია და ა.შ. და რაც გინდა ხდებოდეს – წვეულება იყოს, პანაშვიდი, დაბადების დღე თუ ჩვეულებრივი შეხვედრა, იქიდან გამოსული მხოლოდ მასპინძლის ჭორაობაშია, ეს რა ეცვა, რა თეფში ედო, რა ჭამა და როგორ… აი, ამას ჰქვია “მეშჩანობა” და “უზნეობა”, ჰოდა, იმ ადამიანს რა დავარქვა, პატრიარქთან რომ არის სტუმრად და კედლებს უყურებს ან თეფშების ფასს უყურებს ან ვინ რას ჭამს და რა აცვია…

აი, ეს არის, ძვირფასო ნინია, “მეშჩანობაცა” და “უზნეობაც”… ამიტომ, ამ კუთხით იქნებ ჯერ საკუთარი თავი გამოგესწორებინა და მერე სხვებზე გელაპარაკა? თორემ თქმაში რა ყრია, ილაპარაკე და იყავი, კანონი არ გზღუდავს, სინდისი არ გზღუდავს, ინტელექტი არ გზღუდავს და თვალსაწიერი, მაგრამ იქნებ უკეთ გაერკვიო, ან მეწვრილმანეობა რა არის ან უზნეობა და თუ მაინცდამაინც გაღელვებს ეს, მხილება საკუთარი თავით დაიწყე.”- აღნიშნავს არჩილ გამზარდია.

Leave A Reply

Your email address will not be published.