იმედი გვაქვს, პატრიარქი 7 იანვარს საშობაო მსახურებას ჩაატარებს – ექიმი

იმედი გვაქვს, პატრიარქი 7 იანვარს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში საშობაო მსახურებას ჩაატარებს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პატრიარქის ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა.

მისივე თქმით, უწმინდესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და ყოველდღიურად ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის.

„გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. მიღებები არ იყო. ეპიზოდურად პატრიარქს მეუფეები, მონაზვნები რამდენიმე მონასტრებიდან სტუმრობდნენ. ყველა ცდილობდა უწმინდეს გაფრთხილებოდა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების მონაცემები გაუმჯობესდა. დინამიკა დადებითია. უწმინდესი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ღვთის შეწევნით, ყოველდღიურად ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის“, – განაცხადა ექიმმა.

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/

Leave A Reply

Your email address will not be published.