იმედია ბოლოსდაბოლოს დაასახელებს ელისაშვილი იმ პირის ვინაობას, ვინც კორუფციული გარიგებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა”

“იმედია ბოლოსდაბოლოს დაასახელებს ელისაშვილი იმ პირის ვინაობას, ვინც კორუფციული გარიგებების შესახებ მას ინფორმაცია მიაწოდა,” – ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გააკეთა. მთავარი პროკურორი ელისაშვილის ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ წელიწადნახევრის წინ გამართული შეხვედრის კადრები შენახული არ არის რადგან ამდენი ხნის განმავლობაში პროკურატურა ასეულობით კამერის ჩანაწერს ტექნიკურად ვერ ინახავს.

“არც გიორგი ბადაშვილი და არც გიორგი გოგაძე არ უარყოფენ ელისაშვილთან შეხვედრის ფაქტს. შესაბამისად რატომ ხდება ამ ჩანაწერებით სპეკულირება ჩემთვის გაუგებარია.მათ დაადასტურეს, რომ იყო შეხვედრა, იყო შეხვედრა მთავარ პროკურორთან, თუმცა აქ არის საუბარი იმაზე, რომ ელისაშვილთან შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი შეწყალების კომისიის საქმიანობაზე და იმ პრობლემატიკაზე, რომელიც ამ შეწყალების საქმიანობას თან ახლავს და შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე. შესაბამისად, ეს ფაქტები გამოკვლეულია და სამწუხაროდ პროკურატურას იმის რესურსი არ აქვს, რომ წელიწადნახევარში შეინახოს ასეულობით კამერის ჩანაწერი, რაც საკმაოდ დიდ რესურსს საჭიროებს. მე მინდა სურვილი გამოვთქვა და იმედი გამოვთქვა, რომ ალეკო ელისაშვილი ბოლოსდაბოლოს დაასახელებს იმ პიროვნებას, რომელმაც მისი სიტყვებით, მას მიაწოდა ინფორმაცია კორუფციული დანაშაულის შესახებ” განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

Comments
Loading...