იმედია სამართლიანობის აღდგენა დაჩქარებული წესით მოხდება !

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 10 დაზარალებულ მოქალაქეს უკანონოდ ჩამორთმეული და ამჟამად სახემწიფო ბალანსზე რიცხული 13 ა/მანქანა დაუბრუნდებათ.
“მივესალმებით პროკურატურის მზგავს რეაგირებას და უსამართლოდ წართმეული ქონების დაბრუნებას ….
თუმცა სამწუხაროდ მოსახლეობის უმეტესობას ჯერაც არ უპოვია სამართალი და იმედი გვაქვს მხოლოდ ამ საქმით არ შემოიფარგლება პროკურატურის სამართლიანობის აღდგენის პროცესი.
ვიმდეოვნებთ ბატონი ირაკლი შოთაძე ასევე შეპირებულ გახმაურებულ საქმეებს გახსნის როგორიცაა ზურაბ ჟვანიას მკვლელობის საქმე და სხვა.
ა/ო “გაერთიანებული საზოგადოება” დადებითად აფასებს მზგავს ფაქტებს და იმედია სამართლიანობის აღდგენა დაჩქარებული წესით მოხდება !” – აცხადებს ცოტნე ჯიქია

Leave A Reply

Your email address will not be published.