“იმედის” მიერ “მაესტროს” და “GDS”-ის შესყიდვას ტელეკომპანიებში ჯერ არ ადასტურებენ
ტელეკომპანია ” იმედის” მიერ “მაესტროს” და “GDS”-ის შესყიდვას ჯერჯერობით არცერთ ტელეკომპანიაში არ ადასტურებენ.
“პირველს” სამივე ტელეკომპანიაში განუცხადეს, რომ ჯერჯერობით აღნიშნულ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.
სამი ტელევიზიის გაერთიანებასა და ერთიანი მედიაჰოლდინგის სავარაუდო შექმნაზე პორტალი “ლიბერალი” სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.
“ლიბერალის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანია “იმედი” “მაესტროსა” და “GDS-ს” ყიდულობს, რასაც თითოეულ არხზე რეორგანიზაცია მოჰყვება.