“იმედის” საინფორმაციო გამოშვებას ახალი წამყვანები ეყოლება

ახალი სატელევიზიო სეზონიდან “ქრონიკის” მთავარ გამოშვებას, “იმედის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნანა ლეჟავა და “იმედის დროს” წამყვანი ლევან ჯავახიშვილი წაიყვანენ.

ჯავახიშვილის თქმით, ახალი სატელევიზიო სეზონი სავარაუდოდ მომდევნო კვირიდან დაიწყება.
“ახალი სეზონიდან, დაახლოებით ერთ კვირაში, მე ვიქნები ქრონიკის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი ნანა ლეჟავასთან ერთად”- განაცხადა ლევან ჯავახიშვილმა.
ასევე ცნობილია, რომ “იმედის დროს” ლევან ჯავახიშვილის ნაცვლად ტელეკომპანია “მაესტროს” ყოფილი მთავარი პრდუსერი ირაკლი ჩიხლაძე წაიყვანს.kjkn

Comments
Loading...