იმერეთში მანდატურმა სკოლის მოსწავლე გააუპატიურა
იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, მანდატურმა სკოლის მოსწავლე გააუპატიურა.
„მაესტროს“ ჟურნალისტის განცხადებით, რეგიონში მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ მანდატური 40 წლისაა და რამდენიმე წელია სკოლაში მუშაობს, დაზარალებული კი, ერთი წლის წინ გადავიდა ამ სკოლაში და ის 15 წლისაა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო ადასტურებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მანდატური უკვე გათავისუფლებულია სამსახურიდან.
უწყება გამოძიების დასრულებას ელის.
როგორც „info 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით (სქესობრივი კავშირი ან სექსუალური სხვაგვარი მოქმედება 16 წლის ასაკს მიუღწეველთან) მიმდინარეობს.
დანაშული ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით – შვიდიდან ცხრა წლამდე.