ინაშვილი: ადგილი აქვს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და შავ პიარს ჩვენს წინააღმდეგ (ვიდეო)

პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი მიმართავს რუსთავი 2 -ს :

“შავი პიარი დღეს უკვე იღებს კოსმიურ მასშტაბებს ჩვენს ქვეყანაში და ის ხდება ბერკეტი ცალკეული პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების დისკრედიტაციის და იმიჯის განადგურების…
აი ეს იყო სააკაშვილის იდეოლოგია, მე ძალიან ვწუხვარ, რომ იგივე იდეოლოგია გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის და მე საზოგადოებას მინდა მივმართო: დავით თარხან-მოურავმა არ იცრუა, ის ნამდვილად არის შთამომავალი ერეკლე მეფის, ქეთევან დედოფლის და დავით აღმაშენებლის და თქვენც იამაყეთ თქვენი წინაპრებით და თქვენც იამაყეთ თქვენი ქართველობით. ნურავინ ნუ დაკომპლექსდებით იმითი, რომ თქვენი წინაპარი ან მეფე იყო, ან ეროვნული გმირი, ან უბრალოდ მეშახტე…. საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება, რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას და შავ პიარს ჩვენს წინააღმდეგ და საქართველოში უნდა დამთავრდეს ამ ხერხის გამოყენება პოლიტიკოსების თუ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მიმართ.” – განაცხადა ინაშვილმა

Comments
Loading...