ინაშვილი ბერძენიშვილს – “სტუკაჩოვო”, არ სჭირდება პროკურატურას თქვენი მიმართვა

“საქართვეთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი დავით ბერძენიშვილს

“ძმა “სტუკაჩოვი”, იგივე პოლიტიკური ხვრელი- დავით ბერძენიშვილი ერთობ აფორიაქებულია, საგარეჯოს არჩევნების თემაზე დაწყებული გამოძიების გამო. რამდენჯერმე გაიმეორა, რომ მთავარ პროკურორს მიმართა. “სტუკაჩოვო”, არ სჭირდება პროკურატურას თქვენი მიმართვა. პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა. არც ჩემს ზეწოლას დაექვემდებარება ვინმე (მითუმეტეს, ზეწოლის არანაირი ბერკეტი არ მაქვს) და არც- თქვენსას. იმის მიუხედავად, რომ კარგად გამოგდით ფეხების ბაკუნი და ზეწოლაც. სტატუსებიც ხელს გიწყობთ… მაგრამ ამჯერად გაწბილდებით. ეს ბაკუნი არ გაჭრის.
გამომძიებლები თვითონ მოგმართავენ, როცა საჭიროდ ჩათვლიან… smile emoticon დაჩქარებული გინდოდათ და დაჩქარებულს მიიღებთ!”

Comments
Loading...