ინაშვილი – დღეს ბოკერია ხდება პარლამენტის წევრი, რომელიც ესწრებოდა მოლაშვილის წამებას!

“საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი “რუსთავი 2″ის პირდაპირ ეთერში მომავალ საპარლამენტო გეგმებზე და აშშ-ს პრეზიდენტთან მათი პარტიის ურთიერთბებზე საუბრობს

https://www.youtube.com/watch?v=EjLxF97hBRY&feature=youtu.be

 “არ ვაპირებ მათთან თანამშრომლობას! ჩვენი გუნდი არ ითანამშრომლებს ნაციონალურ მოძრაობასთან! ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს ჩვენი პოზიცია ამ გუნდთან მიმართებაში და საერთოდ არა მაქვს პერსპექტივაში ვილაპარაკო ან ვისაუბრო ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო წევრებთან. ჩვენ ჩვენი პრეტენზიები არ მოგვიხსნია დღის წესრიგიდან ნაციონალური მოძრაობის მიმართ და სწორედ პარლამენტი იქნება ის სივრცე, სადაც ჩვენ აქტიურად ვიმოქმედებთ ყველა იმ საქმის გამოსაძიებლად, რომელიც თაროზე შემოიდო! და დღეს ბატონი ბოკერია ხდება პარლამენტის წევრი, რომელსაც პირდაპირ ადებდა ხელს სულხან მოლაშვილი, რომ ბოკერია ესწრებოდა მის წამებას. აი ასეთი დეპუტატები შედიან ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საქართველოს პარლამენტში. ორი რამ მინდა ვთქვა: თუ ჰგონია “ქართულ ოცნებას”, რომ მშვიდი, იდილიური საპარლამენტო ცხოვრება ექნება საქართველოს პარლამენტში, ძალიან ცდება! ჩვენ თანაბრად დავარტყამთ “ქართულ ოცნებასაც” და “ნაციონალურ მოძრაობასაც”, როცა ეს იქნება დასარტყამი, თორემ თუ “ქართული ოცნება” (არ ვგულისხმობ ნაცმოძრაობას) წარმოადგენს რაიმე საინტერესო პროექტს, კანონპროექტს, სასარგებლოს ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის, ჩვენ არა ვართ რაღაცა მარგინალური, გაბოროტებული ჯგუფი, რომელიც კონსტრუქციულად არ მიუდგება ამ საკითხს, არ გაიზიარებს და მხარს არ დაუჭერს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბოლო წლების მანძილზე ჩვენი ოპონენტები და მათ შორის “ქართული ოცნებაც” აქტიურად გვაკერებდა იარლიკს რომ ვართ პრორუსები და ასე შემდეგ. ეს იარლიკების მიკერების კამპანია გაცვდა უკვე სხვათა შორის არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოშიც, სადაც ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპია ეხლა კონსერვატორებსა და ეგრეთწოდებულ ლიბერალებს შორის. და სწორედ ეს ფსევდოლიბერალები: პოლიტიკური ძალები ფსევდოლიბერალებისა, აკერებდნენ ამ იარლიკებს ჩვენი ტიპის კონსერვატულ პარტიებს. ეს ხდება მთელ მსოფლიოში: ეს ტენდენცია მიდის ეხლა და მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და დღესაც ვმუშაობთ შეერთებულ შტატებში. კონგრესსა და სენატში გვყავს ბევრი მეგობარი, ჩვენ ეხლაც გვექნება ვიზიტი შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში და გავაღრმავებთ ამ ურთიერთობებს და არა ვარ ვალდებული რაღაც დეტალებზე ვისაუბრო, რადგან ამას ბოროტად გამოიყენებენ ჩვენი ოპონენტები და კონკურენტები, მაგრამ დიახაც, ბატონ დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები აქვს ტრამპის გარემოცვასთან” -აცხადებს ინაშვილი

Comments
Loading...