ინაშვილი: მერაბიშვილის ბედი არ მაინტერესებს, იქ უნდა იჯდეს, სადაც ზის

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის მოსაზრებით, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი იქ უნდა იჯდეს, სადაც ზის.

ინაშვილმა მერაბიშვილის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე საუბარი არ ისურვა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

“მერაბიშვილის ბედი არ მაინტერესებს. ზუსტად იქ უნდა იჯდეს, სადაც ზის”, – განაცხადა ინაშვილმა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი აღარ იქნება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ, ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე – დატოვებს თუ არა პარტიას მერაბიშვილი, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამის შესახებ განცხადებას მერაბიშვილი წერილობით გაავრცელებს.

Comments
Loading...