ინაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ვიზალიბერალიციის მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს:

“ვიზალიბერალიზაცია ეს არის დიდი პროგრესი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას და მიხარია, რომ დღეიდან გაჩნდა ამისი რეალური პერსპექტივა: სკოლის მოსწავლეებისათვის, სტუდენტებისთვის, პაციენტებისთვის, უბრალოდ, ტურისტებისთვის… ყველას გულითადად გილოცავთ! როცა რაც შეიძლება მეტი ქართველი სტუდენტი ნახავს ფრანკფურტის აეროპორტს, ვერც ერთი პრეზიდენტი (სააკაშვილის მსგავსად) მას ვეღარ გაუბედავს უთხრას, რომ თბილისის აეროპორტი უფრო მასშტაბური და კომფორტულია, ვიდრე ფრანკფურტის. თუმცა, ისიც გაგვეხარდება, რომ უკეთესი აეროპორტი გვქონდეს.”,  – განაცხადა ინაშვილმა

Comments
Loading...