“არ მინდა მაღალფარდოვანი სიტყვები და ციფრების ბრახა-ბრუხი. მოკლედ აგვიხსენით რაშია გამოსავალი და როგორ დაასტაბილურებთ ლარს მოკლე დროში, ან ღიად უთხარით ხალხს, რომდოლარი 3 ლარამდე აიწევს,“-ასე მიმართა “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.
ინაშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურებაზე პირველ რიგში პასუხისმგბელობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეკისრება, რომელიც მოქალაქეებს ვერ პასუხობს ლარის დასტაბილურებაზე.
“ყურადღებით ვუსმენ ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის გამოსვლებს და მეჩვენება კი არა, ვხედავ, რომ სხვა პლანეტაზე იმყოფებით. თქვენ გაქვთ სრულიად სხვა პასუხისმგებლობა ბატონო ეროვნული ბანკის პრეზიდენტო. დღეს თქვენ ვერ გვიყვებით, ვერ უხსნით მოქალაქეებს რა არის გამოსავალი. კი საუბრობთ ფინანსურ სტაბილიზაციაზე, მაგრამ თეორეტიკოსის პოზიციიდან გამომდინარე საუბრობთ. თეორეტიკოსების საუბარი დღეს ჩვენ ვერ გვიშველის. თქვენ როცა ფინანსურ სტაბილიზაციაზე საუბრობთ, ქვეყანა გაქვთ თავზე დანგრეული და პასუხისმგებლობა ამაზე ეროვნულ ბანკს პირველ რიგში და მის პრეზიდენტს მოეთხოვება,“-აღნიშნა ირმა ინაშვილმა
წყარო:ipress.ge