Independent: 10 მიზეზი თბილისში მოგზაურობისთვის

Independent-ი თბილისის შესახებ სტატიას აქვეყნებს – ასახელებს 10 მიზეზს, რატომ უნდა იმოგზაურონ საქართველოს დედაქალაქში.

ერთ-ერთ მიზეზად საბჭოთა ისტორიის გაცნობა სახელდება. “საბჭოთა ისტორია ყველგან იგრძნობა, განსაკუთრებით კი, მშრალ ხიდზე, სადაც ძველი ნივთების შეძენაა შესაძლებელი”, – წერია სტატიაში. სახელდება ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, სალათა, რესტორანი “ბარბარესთან”, აბანოთუბანი, ნარიყალა, რიყის პარკი, ფაბრიკა, ასევე – მცხეთა, ყაზბეგი, ბათუმი და რაც მთავარია, პირდაპირი ავიარეისები.

“დალიეთ, რასაც ადგილობრივები სვამენ, ქართული ღვინო და ჭაჭა, აუცილებლად – ლაღიძის წყლები”, – წერია სტატიაში.

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...