ინდოელ კაცს 39 ცოლი, 94 შვილი და 33 შვილიშვილი ჰყავს

ინდური ოჯახი , რომელიც ამერიკული გაზეთის, The Telegraph-ის ფურცლებზე მოხვდა, 81 წევრისაგან შედგება.

ოჯახის უფროსი ზიონა ჩანაა, რომელსაც 39 ცოლი, 94 შვილი და 33 შვილიშვილი ჰყავს, ისინი მთიან სოფელ მიზორამში,(ბანგლადეშის საზღვართან) ოთხსართულიან შენობაში ერთად ცხოვრობენ.

„ერთ წელიწადს 10 ცოლი შევირთე“ -აცხადებს ზიონა ჩანა. სახლი 100 ოთახისგან შედგება, ცოლების ოთახები ზიონა ჩანას საძინებელთან ახლოს არის განლაგებული, ყველა ვაჟს თავისი ოთახი აქვს, სადაც ისინი მათ ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობენ, თუმცა სამზარეულო ყველასთვის საერთოა. ცოლებს მორიგეობა აქვთ სამზარეულოში დაწესებული, ხოლო მათი შვილები სახლსა და სარეცხს უვლიან.


მამაკაცები გარე სამუშაოებს ასრულებენ, ისეთებს როგორიცაა მეურნეობა და მეცხოველეობა. ისინი დღეში საშუალოდ 200 კგ ბრინჯსა და 130 კგ კარტოფილზე მეტს მოიხმარენ. თუმცა ამის მიუხედავად ოჯახის უფროსი აცხადებს , რომ მზად არის ოჯახის გაფართოვებისათვის, თუ კი ამას ღმერთი ინებებს.

„მე მევალება ამდენი ადამიანის მოვლა, მე ნამდვილად იღბლიანი კაცი ვარ“. ბატონი ჩანა ხელძღვანელობს ადგილობრივ ქრისტიანულ სექტას სახელწოდებით „ჩანა“, რომელიც მხარს უჭერს მრავალცოლიანობას.

სექტა 1942 წელს ჩამოყალიბდა და მას ამ დროისათვის 400 ოჯახზე მეტი მიმდევარი ჰყავს

წყარო: The Telegraph.

Leave A Reply

Your email address will not be published.