ინდოელმა 12 წლის გოგონამ ინტელექტის კოეფიციენტის განმსაზღვრელ ტესტში აინშტაინს აჯობა

The Independent-ი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 12 წლის რაჯაგაური პავარიმ მანჩესტერში ინტელექტის კოეფიციენტის განმსაზღვრელ ტესტში 162 ქულა მიიღო. აღნიშნული შედეგით კი მან ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგს აჯობა.

არასრულწლოვანი რაჯაგაურ პავარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანი გახდა. არსებული ინფორმაციით, მას მსოფლიოში ინტელექტის ყველაზე მაღალი კოეფიციენტის მქონე ადამიანების საზოგადოებაში Mensa-ში გაწევრიანება შესთავაზეს.

როგორც ცნობილია, ალბერტ აინშტაინსა და სტივენ ჰოკინგს ამ ტესტში 160-160 ქულა აქვთ მიღებული.

Comments
Loading...