ინდოეთში მინისტრი სექსსკანდალში გაეხვა

ინდოეთის ქალთა და ბავშვთა საკითხების მინისტრი სანდიპ კუმარი სექსსკანდალში გახევა, რის გამოც, თანამდებობის დატოვება მოუწია.

უცხოური პრესის ინფორმაციით, ფარული კამერით მინისტრის გადაღება მოახერხეს, რომელიც ორ ქალთან ერთად ლოგინში ერთობოდა.

აღნიშნული ვიდეო ინდოეთის ნაციონალური ტელევიზიით აჩვენეს.

„სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენ არასდროს დავმალავთ ჩვენი მინისტრებისა და პოლიტიკური მუშაკების მანკიერებას, მით უფრო, თუ არსებობს ამისი მტკიცებულებები“, – განაცხადა ტელეეთერში ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა არვინდ კეჯრივალმა.

სექსსკანდალში გახვეული ექსმინისტრი კი აცხადებს, რომ ის შეთქმულების მსხვერპლია.

Comments
Loading...