ინდოეთში სარკინიგზო კატასტროფას 60-მდე ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო მატარებლის 14 ვაგონი რელსებიდან გადავარდა. კატასტროფას 60-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 120-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.
ადგილზე მაშველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. ისინი გადაბრუნებული მატარებლიდან ადამიანების გამოყვანას ცდილობენ.
შემთხვევა დილით ადრე, უტარ-პრადეშის შტატში, ქალაქ კანპურის სიახლოვეს მოხდა. ავარიის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

წყარო : ipn.ge

Comments
Loading...