ინდონეზიაში გემი ჩაიძირა, გარდაცვლილია 21 ადამიანი 34 დაკარგულად ითვლება

უცხოური პრესის ინფორმაციით, მალაიზიის პორტიდან ინდონეზიისკენ მცურავი გემი კუნძულ ბატამისთან ჩაიძირა, რომლის დროსაც 21 ადამიანი დაიხრჩო და 34 მგზავრი დაკარგულად ითვლება.

ინფორმაციის თანახმად, გემს მუშა-მიგრანტები გადაჰყავდა. გადატვირთულმა გემმა ქარს ვეღარ გაუძლო, ტალღებმა გადააყირავა და ჩაიძირა.

სამაშველო სამსახურმა 38 მგზავრის გადარჩენა შეძლო.

Comments
Loading...