ინდონეზიაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფამ 13 ადამიანი იმსხვერპლა

ინდონეზიის სამხედრო თვითმფრინავ Hercules C-130-ის კატასტროფას 13 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის 3 მფრინავი და 10 სამხედრო მოსამსახურე.

თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის კატასტროფა ამინდის გაუარესებამ გამოიწვია. თვითმფრინავს ერთი სამხედრო ბაზიდან მ,ეორეში საკვები პროდუქტები და სხვა აუცილებელი ნივთები გადაჰქონდა.

Comments
Loading...