ინგა გრიგოლია: არც ერთი პროცენტით არ მჯერა, რომ ვინმემ საგანგებოდ გააჩინა ხანძარი

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ე.წ. ბავშვთა სამყაროს შენობაში გაჩენილი ხანძრის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში” წერს:

„ასიდან არც ერთი პროცენტით არ მჯერა,რომ ვინმემ საგანგებოდ გააჩინა ხანძარი. არ არსებობს, რომ გამიზნულად და ასეთი ბოროტი ფორმით, უსახსროდ და ვალებში ჩაძირული დაეტოვებინა ვინმეს ამდენი გაჭირვებული ადამიანი.

ეჭვის დონეზეც კი ვერ ვუშვებ და ჩემი აზრით, ამ ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა ძალიან უხერხულია”, – წერს ჟურნალისტი.

Comments
Loading...