ინგა გრიგოლია დაბრუნდა!!! (მონოლოგი გადაცემიდან)

ინგა გრიგოლია ეთერში ბრუნდება. ჟურნალისტი ყოველ სამუშაო დღეს, ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში 14:00, 16:00; 19:00 საათზე მაყურებელს დღის მთავარ თემებს გააცნობს. „გადავწვიტე, კიდევ ერთხელ უნდა დავწყო, ისევ ნულიდან, ისევ თავიდად, რადგან მართლა მჯერა, რომ როცა გაჩუმებენ ხმა უნდა ამოიღო, როცა გხურავენ, მაინც უნდა გააგრძელო და არ უნდა გაჩერდე, გზა მართლაც ყოველთვის არსებობს, მე ამ გზას უკვე მეერვედ დავადექი, მას მერე რაც „რეაქცია“ პოლიტიკურ და ბიზნესს გარიგებებს შეეწირა…. პოლიტიკურ და ბიზნესს ინტერესებზე, რომელსაც პატარკაციშვილებმა რეაქცია შეწირეს ჩვენ ალბათ არაერთხელ ვისაუბრებთ, რადგან ქართული მედია გადალაგების პროცესი, როგორც ჩანს ჯერ არ დასრულებულა და როგორც ვარაუდობენ, სულ მალე შესაძლოა, ახალი გადაადგილებების მომსწრე გავხდეთ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში. დღეს კი ჩემი სათქმელი ერთი რამაა, იმედია ერთ მშვენიერ დღეს არ მოხვდება ისე, რომ ეს მეერვედ დაწყებული პროექტი ამჯერად ამ ტელეკომპანიის დამფუძნებელტა ბიზნესს ინტერესებს შეეწიროს“,-განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

Comments
Loading...