ინიციატივა – გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე მომხმარებლისთვის თვალსაჩინო ნიშშნის დატანა

ერეკლე ყიფიანი ინიციატივით გამოდის და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს

“მინდა პატარა ინიციატივით გამოვიდე, რომლის საყოველთაო სარგებელი ვფიქრობ საკმაოდ დიდია..

საქართველოს ბაზრის რა ნაწილი უჭირავს გენმოდიფიცირებულ პროდუქტს?
ჯერ კიდევ 2009 წლის მონაცემებით ბაზრის 2/3 GMO პროდუქტს ეკავა, ხოლო დღეს როცა ქვეყანაში მაკონტროლებელი არანაირი ბერკეტი არ მუშაობს, ვინ იცის რა მაშტაბებზეა საუბარი?!
დღევანდელი მთავრობა წინამორბედის მსგავსად გენმოდიფიცირებული პროდუქტის წინააღმდეგ კანონის მიღებას აჭიანურებს, მოსახლეობის 50-60%-ის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, რადგან გენმოდიფიცირებული პროდუქტის ერთბაშად გაქრობამ შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს.
ამ და სხვა მიზეზების მიუხედავდ მომხმარებელთა პირდაპირი უფლებების დარღვევა და არჩევანის უფლების წართმევაა, როცა არ არის ინფორმირებული მყიდველი პროდუქტის წარმომავლობაზე.
2015 წელს ძალაში შესული რძის პროდუქტების ეტიკეტირების პროგრამიდან გამომდინარე, რაც მყიდველის უფლებების დაცვის მიზნით განხორციელდა, არაფერი უდგას წინ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებას და არჩევანის უფლების მინიჭებას, გარდა ხელისუფლების ნებისა.
ანალოგიური მექანიზმით შესაძლებელია გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე სავალდებულო, მომხმარებლისთვის თ ვ ა ლ ს ა ჩ ი ნ ო ნიშნის დატანა ან სახელწოდების ფორმირება, რათა მყიდველმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება მოიხმარს თუ არა
გენური ინჟინერიით გამოყვანილ პროდუქტს.” -წერს ყიფიანი

Comments
Loading...