ინფორმაცია მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემის ძალაში შესვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება
2 დღეა, რამდენიმე ქართული ინტერნეტ-სააგენტოს მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა უკვე ძალაში შევიდა . სისტემის მიხედვით, მართვის მოწმობას 100 ქულა ენიჭება, ხოლო თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ დარღვევაზე რამდენი ქულა დააკლდება მართვის მოწმობას.
როგორც “ფოსტალიონს ” შსს-ს პრეს-სამსახურში განუმარტეს, ინტერნეტ-სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და კანონპროექტი ძალაში არ არის შესული.
” შსს-მ წარადგინა კანონპროექტი პარლამენტში, რომელსაც სავარაუდოდ განიხილავენ და საგაზაფხულო სესიაზე გახდება ცნობილი, შევა თუ არა ის კანონიერ ძალაში”-გვითხრეს პრეს-სამსახურში.
POSTALIONI.COM